დეველოპერული კომპანია “რედკოს” გენერალური დირექტორი მალხაზ კუნელაური მე–9 მოწვევის პარლამენტის მუშაობას აფასებს. მისი თქმით, იყო გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც ბიზნესს დაეხმარა, თუმცა კვლავ რჩება ბიუროკრატიული პრობლემები და სხვა ტიპის გამოწვევები, რომელთა მოსაგვარებლად ცვლილებები აუცილებელია.
“ბევრი ბიუროკრატიული და ჩიხური საკანონმდებლო ნორმა ისევ ძალაშია... ბევრი ბიუროკრატია ისევ ძალაშია, გადაწყვეტილების მობილობა არ არის საკმარისი, შესაბამისად, ბევრი რეფორმაა გასატარებელი.
არ შეიძლება სამშენებლო ბიზნესი დერეგულირებული იყოს. საჭიროა რეგულაცია, რომ არ მოხდეს რაღაცეების ქაოტურად განვითარება, მაგრამ რეგულაციები უნდა იყოს ზომიერი. ჩვენ არ ვართ ევროპის ქვეყანა, სადაც ყველაფერი უკვე აშენდა და არის სხვა კონკურენცია. დღეს ქვეყანა ასაშენებელი გვაქვს, ამიტომ ევროკავშირის სტანდარტის პირდაპირ გადმოტანა და მაღალი ბიუროკრატიის შექმნა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამის ფუფუნება არ გვაქვს”, – აცხადებს მალხაზ კუნელაური.




























