მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფოტოხაფანგები მოიპარეს, ამიტომ ხელახლა დამონტაჟდება" - "თბილსერვის ჯგუფი" ხუდადოვის ტყეში არსებულ ვითარებაზე

642bd61229884
BM.GE
04.04.23 11:54
853
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ხუდადოვის ტყეში დანაგვიანებული ადგილები დაასუფთავეს. ღონისძიებაში ჩართული იყო კომპანიის 40-მდე თანამშრომელი და მობილიზებული იყო სპეცტექნიკა.

სამუშაოებს ადგილზე გაეცნო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია.

„აღნიშნულ რეკრეაციულ სივრცეში, სამწუხაროდ, მოქალაქეებს უკანონოდ შემოაქვთ ნარჩენები. დამონტაჟებული იყო ფოტოხაფანგები და თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევი პირები არაერთხელ დააჯარიმა. ფოტოხაფანგები მოიპარეს, ამიტომ ხელახლა დამონტაჟდება, ტერიტორია გაკონტროლდება და სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე მოხდება რეაგირება. მოწყობილია ე.წ. შლაგბაუმებიც, თუმცა საკეტებს აზიანებენ და მანქანებით სამშენებლო ნარჩენი, ასევე, მეორადი საბურავები მაინც შემოაქვთ. მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს და ნუ დავანაგვიანებთ გარემოს“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

ცნობისთვის, პოლიგონზე სამშენებლო ნარჩენების კანონიერად განთავსების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები