მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფრესკოს" დამფუძნებელი: არცერთი სერიოზული კომპანია საქართველოში აღარ შემოვა

5fe4bf1436e65
BM.GE
24.12.20 20:15
3592
სუპერმარკეტების ქსელ “ფრესკოს” დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ეხმიანება, რომელიც მან გუშინ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ჯერ კიდევ პრემიერობის კანდიდატმა საკანონმდებლო ორგანოში ისაუბრა მთავრობის ხედვაზე, როგორ უნდა მოიზიდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. გახარიამ თქვა, რომ იქნება ინდივიდუალური მიდგომა და არ იარსებებს არანაირი წესები.

ვასილ სოფრომაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებითა და განცხადებით ქვეყანაში მყარდება დიქტატურა. მისი თქმით, მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და კომპანიებს დაუწესოს შეღავათები, გაასხვისოს მიწა ერთ ლარად და ა.შ.

სოფრომაძე მიიჩნევს, რომ ამ სიგნალის შემდეგ საქართველოში არცერთი სერიოზული კომპანია არ შემოვა და მთავრობის ამ დამოკიდებულებით ისარგებლებენ ისევ "ქართულ ჯიგრულ პონტში" მყოფი ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც რეგისტრაციას ნებისმიერ უცხოურ ქვეყანაში გაივლიან და “უცხოელი ინვესტორის” სახელით შემოვლენ საქართველოში, მიიღებენ შეღავათებს ისე, რომ "არავის არაფერს შეეკითხებიან". 

“ჩემი დღევანდელი მიმართვა ეხება ყველას, ნებისმიერ ბიზნესმენს, ტაქსის მძღოლს, მეთონეს, გადამზიდ კომპანიას...იმ ფონზე, როცა ქვეყანა დაკავებულია პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხით, როცა წინ ერთკვირიანი საახალწლო ვაჭრობა და სამზადისია, საქართველოში მყარდება დიქტატურა. ამის საფუძველს მე მაძლევს საქართველოს პრემიერმინისტრის გუშინდელი განცხადება, რომელიც მან პარლამენტში გააკეთა.

ეს არის სიგნალი, რის შემდეგაც არცერთი კომპანია, არც ტრანსნაციონალური და არც არატრანსნაციონალური, რომელიც აწარმოებს ღია ბიზნესს, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, რომელიც საერთაშორისო ბირჟაზე კვოტირებს, არცერთი კომპანია არ შემოვა ამ სიგნალის მიღების შემდეგ.

ტაქსის მძღოლს ეს ამბავი რატომ ეხება? იმიტომ, რომ ხვალ დაარეგისტრირებენ საკუთარ ბიზნესს საზღვარგარეთ, თავისივე ფულს ჩადებენ იმ კომპანიაში, შემოიტანენ ფულს საქართველოში, ეს იქნება უცხოური ინვესტიცია და მას მისცემენ ნებისმიერ შეღავათს, ინდივიდუალურად. შეუძლიათ საერთოდ გაათავისუფლონ გადასახადებისგან - ერთი, ორი, ან 10 წლით. ერთ ლარად მისცენ ტერიტორია - მიწა, ტბა, მთა, მდელო, საქართველო და ამას გადაწყვეტს ერთი ჯგუფი”,- აცხადებს ვასილ სოფრომაძე.