მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გალფის ქვეყნებისთვის თურქეთის საზღვარი გაიხსნა, რომელსაც, სამწუხაროდ, კონკურენციას ვერ ვუწევთ" - ალავერდაშვილი

64a90d69c345a
მარიამ ვარადაშვილი
08.07.23 12:00
766
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი BMGTV-ის ეთერში ამბობს, რომ დიდი ოდენობით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის გამო, ბალტიის ქვეყნებიდან ვიზიტორები საქართველოში ჩამოსვლისგან თავს იკავებენ.

“პოლონეთიდან ტურისტების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა დასავლეთ ევროპიდან, სამწუხაროდ, ჯგუფური ტურიზმი თითქმის 90%-ით არის შემცირებული და მხოლოდ ინდივიდუალურ მოგზაურებზე ვართ დამოკიდებული. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგა, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჩამოსულმა სტუმრებმა ბათუმში რუსი ტურისტების ამხელა ნაკადი რომ ნახეს, ძალიან ბევრი ჯავშანი გააუქმეს. ამ ქვეყნებიდან ახალი ჯავშნები არ შემოდის.

მათთვის ბათუმი აღიქმება როგორც ძალიან ბევრი რუსის კონცენტრაციის ქალაქად და ჩვენდა სამწუხაროდ, ისინი აღარ ჩამოდიან. იგივე პრობლემა გაუჩნდა კიდევ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელს, ევროპული ჯავშნების რაოდენობა არ იზრდება. რაც შეეხება ჩვენს სტაბილურ პარტნიორებს - ისრაელსა და გალფის ქვეყნებს, აქედან ნაკადების რაოდენობა არ გაზრდილა. მაგალითად, გალფის ქვეყნებისთვის თურქეთის საზღვარი გაიხსნა, რომელსაც, სამწუხაროდ, კონკურენციას ვერ ვუწევთ”, - აცხადებს ალავერდაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორი თურქეთს კონკურენციას ვერც ფასით და ვერც მომსახურების ხარისხით უწევს, “ამიტომ ბევრი ტურისტი გალფის ქვეყნებიდან თურქეთში გადანაწილდა”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები