მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განცალკევებულად მხოლოდ მედიკამენტების ფასების კონტროლმა, შესაძლოა, ზოგი პრეპარატის დეფიციტი გამოიწვიოს"

6035133c3a3a2
სალომე მეცხვარიშვილი
23.02.21 22:30
869

მხოლოდ მედიკამენტების ფასების კონტროლმა, შესაძლებელია გამოიწვიოს გარკვეულ ჯგუფებზე ფასების ზრდა, რაც შეაფერხებს იმპორტს და წარმოშობს დეფიციტებს,- ამის შესახებ სააფთიაქო ქსელის “იმპექს ფარმის” გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ ლომჯარია აცხადებს. ის ჯანდაცვის სექტორში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება, რომელიც ხარისხიან მედიკამენტებზე წვდომის გაზრდასა და ფასების რეგულირებასაც ითვალისწინებს. აღნიშნულ კანონპროექტზე ჯანდაცვის სამინისტრო პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან ერთად მუშაობს, თუმცა, რა ცვლილებებს გულისხმობს კანონპროექტი, დეტალები ცნობილი არ არის.

“ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებას რაც შეეხება, თუ ფასების რეგულირების საკითხს ვეხებით, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ფარმაცევტული საქონელი გულისხმობს ათასობით მედიკამენტის, ასორტიმენტის მართვას, შესაბამისად, ამის რეგულირება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მთლიანად ჯანდაცვის სექტორის რეგულირების პარალელურად. მხოლოდ მედიკამენტების ფასების კონტროლმა შესაძლებელია გამოიწვიოს გარკვეულ ჯგუფებზე ფასების ზრდა, რაც შეაფერხებს იმპორტს და წარმოშობს დეფიციტებს“,- აცხადებს მიხეილ ლომჯარია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები