მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გასულ წელს რუსეთიდან სომხეთში დაახლოებით 108-110 ათასი რუსი შევიდა"

64147c4d4b421
BM.GE
17.03.23 18:50
635
სომხეთის ეკონომიკის მინისტრ ვაჰან კერობიანის განცხადებით, გასულ წელს რუსეთიდან სომხეთში დაახლოებით 108-110 ათასი რუსი შევიდა.

მინისტრისვე ცნობით, 2022 წელს სომხეთში რუსი მონაწილეებით დაახლოებით 2500 იურიდიული პირი და 4000 ბიზნესი დარეგისტრირდა, რომლებიც რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე.

მისი თქმით, 2022 წელს სომხეთში 2500-მდე იურიდიული პირი დარეგისტრირდა რუსი მონაწილეებით, ამასთან 4000 ბიზნესი, როგორც ინდმეწარმე.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, გასულ წელს სომხეთის საბანკო სისტემაში კლიენტური სახსრების წილი 3 მილიარდ დოლარი იყო, რამაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მეოთხედი შეადგინა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა და სომხეთმა უარი თქვეს დოლარსა და ევროში ანგარიშსწორებაზე. ვაჰან კერობიანმა აღნიშნა, რომ ახლა რუბლი ძალიან ცვალებადია, და სომხური დრამი უფრო ხელსაყრელია, მაგრამ მისი გამოყენების პოტენციალი ორმხრივ ვაჭრობაში შეზღუდულია.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს კერობიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსები, რომლებიც სამუშაოდ თუ სხვა მიზეზით შემოვიდნენ ქვეყანაში, რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ .

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები