სომხეთში ოფიციალური ვიზიტით როსატომის ხელმძღვანელი იმყოფებოდა. პრემიერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე ორიმხრივი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
ამას გარდა, ალექსეი ლიხაჩევმა და ფაშინიანმა ისაუბრეს სომხეთში ახალი ატომური სადგურის მშენებლობაზე. სომხეთის ტერიტორიაზე ამ ეტაპისთვის მხოლოდ ერთი აქტიური ატომური ელექტროსადგურია.
Metsamor-ის ელექტროსადგური, რომელიც სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, 1976 წელს აშენდა. 1989 წლის მიწისძვრის შემდგომ, საზოგადოების პროტესტის შედეგად, ელექტროსადგურმა ფუნქციონირება შეწყვიტა. თუმცა 1995 წელს ქვეყანაში ენერგიის დეფიციტის გამო, ის ექსპლუატაციაში ხელახლა შევიდა.