მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გავააქტიურებთ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივების გამოსავლენად" - აშშ

621b3f74570de
თამთა ჯიჯავაძე
27.02.22 13:03
697
აშშ-ის საელჩო საქართველოში თეთრი სახლის განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე კვირაში მრავალმხრივი ტრანსატლანტიკური სამუშაო ჯგუფის გააქტიურება იგეგმება, რათა სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივები გამოავლინონ.

თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, სანქცირებული რუსების იახტების, სასახლეებისა და ნებისმიერი სხვა უკანონო შემოსავლის გამოვლენა და გაყინვის პროცესი დაიწყება.

„გრძელდება ჩვენი ერთობლივი, ისტორიული კოორდინაცია. ლიდერებმა გადაწყვიტეს, გათიშონ სანქცირებული ძირითადი რუსული ბანკები SWIFT-იდან, მიზანში ამოიღონ რუსეთის ცენტრალური ბანკი და აამოქმედონ სამუშაო ჯგუფი, რომელიც სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივებს გამოავლენს.

ლიდერები ვალდებულებას იღებენ, მიზანში ამოიღონ რუსეთის ცენტრალური ბანკი, რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი. ვგეგმავთ ისეთი ზომების მიღებას, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს თავისი ცენტრალური ბანკის გამოყენება საკუთარი ვალუტის გასამყარებლად და ჩვენი სანქციების გავლენის შესამცირებლად.

მიმდინარე კვირაში ჩვენ გავააქტიურებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივების გამოსავლენად, მოსაძებნად და გასაყინად - მათი იახტების, მათი სასახლეებისა და ნებისმიერი სხვა უკანონო შემოსავლის, რომელიც შეგვიძლია, ვიპოვოთ და გავყინოთ კანონის შესაბამისად.

ჩვენ, ასევე, ვიღებთ ვალდებულებას, მივიღოთ ზომები მოქალაქეობის გაყიდვის შესამცირებლად, ე.წ. ოქროს პასპორტების, რომელიც შესაძლებლობას აძლევს რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ მდიდარ რუსებს, გახდნენ გარკვეული ქვეყნის მოქალაქეები, რათა მიიღონ წვდომა ჩვენს ფინანსურ სისტემებზე." - ნათქვამია აშშ-ის თეთრი სახლის განცხადებაში.