მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ღვინო ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვანი ელემენტია" - მამუკა წერეთელი

6307149498abb
მარიამ იზორია
25.08.22 14:12
825
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მე-14 ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციაში მთელი მსოფლიოდან 100-ზე მეტი ღვინის ეკონომისტი, მათ შორის, აშშ-დან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, იაპონიიდან, უნგრეთიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ნიდერლანდებიდან და იტალიიდან მონაწილეობს.

როგორც ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი ჟურნალისტებთან აღნიშნავს, კონფერენციაზე ბევრი იდეა გაჟღერდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავიდეს ქართული ღვინო ამერიკისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე.

„კონფერენციაზე ეკონომისტები მსოფლიოს მთავარი ქვეყნებიდან არიან. ღონისძიება ცნობადობის გაზრდის კარგი საშუალებაა, რათა საქართველოს იცნობდნენ, როგორც ღვინის ქვეყანას. კონფერენციის მონაწილეები გაგვიზიარებენ ცოდნას, როგორ გავიტანოთ ღვინო ამერიკისა და სხვა ბაზრებზე. ბევრი იდეა გაჟღერდა, თუ როგორ დაიმკვიდროს ადგილი ქართულმა ღვინომ საერთაშორისო ბაზრებზე. ღვინო ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, ასევე საქართველოს ცნობადობის გაზრიდს საშუალებაა და ბუნებრივია ბევრი მეთოდი არსებობს ამ ცნობადობის გაზრდის და იმ გავლენის გაზრდის, რომელსაც ის ახდენს ეროვნილ ლიგაზე“ - ამბობს მამუკა წერეთელი.

ინფრმაციისთვის, კონფერენცია ხვალაც გაგრძელდება, შემდგომ კი კახეთისა და ქართლის მიმართულებით ორ დღიანი ტურია დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები