მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იაგოს ღვინის" ახალი ეტიკეტი ცნობილმა ფრანგმა მხატვარმა შეასრულა

61783e2dd2753
თამთა ჯიჯავაძე
26.10.21 23:42
989
"იაგოს ღვინის" ცქრიალას ახალი ეტიკეტი ნატურალურ ღვინოში ყველაზე ცნობილმა ფრანგმა მხატვარმა მიშელ ტოლმერმა შეასრულა. ამის შესახებ მეღვინე იაგო ბიტარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"მახოვს პირველად საფრანგეთში რომ ჩავედი რომელ მარანშიც არ მივედით ყველგან მისი ნახატები დაგვხვდა. რომელებსაც გამორჩეული ხელწერა და რა თქმა უნდა ღვინის თემატიკა აერთიანებდა. შემდეგ ჩვენი ნაცნობობაც შედგა და წლების შემდეგ ეს დღეც დადგა რაც ჩვენთვის დიდი პატივია", - ამბობს ქართველი ღვინის მწარმოებელი.

ცნობისთვის, იაგო ბიტარიშვილის მარანი ამ ეტაპისათვის წელიწადში 5000 ბოთლ თეთრ მშრალ ქვევრის ბუნებრივ ღვინოს აწარმოებს. ამ ეტაპზე მარანში წარმოებული ღვინის 100% გადის ექსპორტზე. ვენახი გაშენებეულია მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები