მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ისეთი "უბედო" პროექტი, როგორიც გაზსაცავია, ენერგეტიკაში დიდი ხანია არ მახსოვს”- გია არაბიძე

6349616aab604
ანუკა ჯოხაძე
14.10.22 23:00
976
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წლების წინ დაანონსებული გაზსაცავის პროექტის შეცვლაზე მუშაობს. რა მოცულობის გაზსაცავით ჩანაცვლდება პროექტი, ეს გეგმა სამინისტრომ მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა წარადგინოს.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ სახელწმიფოს გაზსაცავის პროექტის განხორციელება წლების წინ ბევრად უფრო იაფი დაუჯდებოდა, რადგან ახლა ფასები გაორმაგებულია. არაბიძე ამბობს, რომ სახელმწიფომ პროექტის ხარჯთეფექტური ვარიანტი უნდა შეარჩიოს, რომელიც ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული იქნება.

“ასეთი უბედო პროექტი როგორიც გაზსაცავია ენერგეტიკაში დიდი ხანია არ მახსოვს.დღევანდელი სიტუაცია ვიცით, თანხა, რომელიც გამოყოფილი იყო, ძალიან სერიოზული მიზნებისათვის დაიხარჯა. დარჩა ძალიან მცირე, 30 მილიონამდე თანხა. დღეს მნიშვნელოვანია ეს პროექტი ხარჯთეფექტიანი იყოს. ადრეც, როცა 150 მილიონი ევრო იყო გამოყოფილი, მაშინ სხვაგვარი ფასები და და სიტუაცია იყო, მაშინაც 50-80 მილიონის დამატება სჭირდებოდა საქართველოს მხრიდან.

დღეს თითქმის გაორმაგებულია ფასები. დაახლოებით 1000 კუბური მეტრი თითქმის მილიონ დოლარამდე ჯდება. შესაბამისად, აუცილებელია ამ ძველი პროექტის განახლება და მისი ხარჯთეფექტიანობის დადგენა და გადაწყვეტილების მიღება”, -აცხადებს ენერგეტიკოსი გია არაბიძე.

ცნობისთვის: თავდაპირველი პროექტის მიხედვით, გაზსაცავის მოცულობა, დაახლოებით, 210-280 მილიონი კუბური მეტრი უნდა ყოფილიყო, მასში კი საქართველოს წლიური მოხმარების 15% შეენახათ. პროექტის სავარაუდო ბიუჯეტად მაშინ 250-300 მილიონი დოლარი სახელდებოდა. ამასთან, გაზსაცავის დაფინანსებისთვის GOGC-მა გერმანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (KFW) 150 მილიონი ევროს სასესხო შეთანხმებას ხელი 2018 წლის აგვისტოში მოაწერა, თუმცა 2020 წელს სესხის ძირითად ნაწილს - 120 მილიონ ევროს დანიშნულება შეეცვალა და ის ცენტრალური ბიუჯეტისკენ გადამისამართდა. მთავრობამ ეს თანხა პანდემიასთან ბრძოლისთვის აითვისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები