მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ივლისის შუა რიცხვებიდან ბათუმში გვექნება სატრანსპორტო კოლაფსი”, - „აჭარა ტური"

62c5bf3e46394
მარიამ ადამია
07.07.22 00:14
1022
“ბათუმში ადგილობრივი ტურისტები ჯერჯერობით არ ჩამოსულან. მათი ჩამოსვლა კი, ავტომატურად, ავტომობილების მომრავლებას განაპირობებს და ივლისის შუა რიცხვებიდან, აგვისტოს ბოლომდე ბათუმში გვექნება სატრანსპორტო კოლაფსი”, - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დამფუძნებელმა, ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გადაადგილებასთან დაკავშირებით სირთულეები უკვე შეინიშნება.

“აჭარაში შუა ტურისტული სეზონის მიუხედავად, რამდენიმე ქუჩა დაკეტილია და მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაც ქალაქში საკმაოდ დიდ შეფერხებას იწვევს. ასევე გრძელდება სამშენებლო ბუმი, ყველა კუთხეში არის მტვერი. მშენებლობა და ახალი ობიექტების გახსნა მისასალმებელია, მაგრამ აქტიური სეზონის პერიოდში, რა თქმა უნდა, დისკომფორტს იწვევს როგორც ტურისტებში, ასევე ადგილობრივებს შორის," - აღნიშნა ირაკლი თავართქილაძემ. 

ცნობისთვის, ბათუმში ადგილობრივები მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურისა და ქალაქის პარალიზების შესახებ ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად საუბრობენ და ამბობენ, რომ პრობლემებია როგორც გზებზე, ასევე სანაპირო ზოლზეც. თუმცა საჯარო სექტორის მხრიდან შექმნილ დისკომფორტს რეაგირება არ მოჰყოლია.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები