23 ივლისს, საბურთალოს რაიონში, ექვთიმე ხელაძის ქ. N25-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. "დაზიანების აღდგენითი სამუშაოები, 23 ივლისს 22:00 საათზე დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 23 ივლისს, 22:00 საათიდან, 24 ივლისის დილის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: საბურთალოს რაიონი: დავით აღმაშენებლის გამზირს, თამარ მეფის, მესხის, ჟღენტის, პიკასოს, შავგულიძის, შავიშვილის, თოფურიას, მამასახლისის, სანდრო ეულის, ნადირაძის, ქავთარაძის, მინდელის, ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, ზაქარიაძის, თავაძის, ბუაჩიძის, გელოვანის, მიქელაძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, აფხაიძის, ჩიქოვანის, მეგრელაძის, ბუდაპეშტის, ალასანიას, თავხელიძის, დოლიძის ქუჩებს.
ვაჟა-ფშაველას I, II, III, IV, V, VI, VII კვარტლებს, ნუცუბიძის III მ/რ-ს, ნუცუბიძის, ლვოვის, ონიაშვილის, ასათიანის ქუჩების ნაწილს. ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს. სოფელი დიღომში ფარნავაზის, ჩხიკვაძის, ჭელიძის, ხატაეთის, შერმადინის, ჯანიაშვილის, აღმაშენებლის, გორგასლის, გიორგი წმინდას ქუჩებს, როსტევანის II ჩიხს, კვანტალიანის ქუჩის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge", - აღნიშნულია ინფორმაციაში.