მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კანონპროექტი, რომლითაც EU-ს რეკომენდაციების მე-11 პუნქტი სრულდება, დღეს იქნა მიღებული"

634ee1f5d7c68
BM.GE
18.10.22 22:00
752
პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით 101 ხმით მიიღო.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ ამით ევროკავშირის რეკომენდაციების მე-11 პუნქტი სრულდება. 

„მინდა მადლობა გადავუხადო სამუშაო ჯგუფს. მოგეხსენებათ რომ ეს პაკეტი არის ის, რომლითაც სრულდება მე-11 პუნქტი თორმეტ პუნქტიანი გეგმის ფარგლებში. მინდა ვთქვა, რომ პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია და მოსაზრება, რომელიც წარმოიშვა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ასახულია ამ საკანონმდებლო პაკეტში სხვადასხვა საკანონმდებლო აქტის ცვლილების პროექტში და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს კენჭისყრის შემდეგ ეს ერთი პუნქტი სრულფასოვნად შესრულებულია და ყველას ვინც ამაში წვლილი შეიტანა, მადლობა გადავუხადო", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებში სავალდებულო იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის ფუნქციის მქონე სტრუქტურული ერთეულის არსებობა, რომლის ფუნქციაც მოსამართლეებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ხელმისაწვდომობაში ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პერიოდული ანალიზი და აღნიშნული მიმართულებით საინფორმაციო და საგამომცემლო საქმიანობის განხორციელება იქნება.

შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” EU-ს 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების გეგმა ივლისში წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები