„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ყოველთვის გამოირჩევა მაღალი კორპორაციული და სოციალური პასუხისმგებლობით. ბრენდი მუდმივად ცდილობს დაიცვას საკუთარი მომხმარებლების მსყიდველობითი ძალა, სწორედ ამიტომ, „კარფურმა“ ახალი კამპანია წამოიწყო - „გაყინული ფასები“ .
გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის გამო, წლიურმა ინფლაციამ ქვეყანაში 9.8% შეადგინა, ინფლაციის დასაძლევად და მომხმარებელთა შოპინგის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, „კარფურმა“ გადაწყვიტა „გაეყინა ფასები“ ყველა კატეგორიის 1000 სხვადასხვა პროდუქტზე, რაც ნიშნავს, რომ პროდუქციაზე ფასების შესამჩნევი ზრდის მიუხედავად, „კარფურის“ ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტების ქსელში ზემოაღნიშნულ პროდუქტებზე ფასები უცვლელი დარჩება მინიმუმ 3 თვის განმავლობაში.
"ჩვენ ვზრუნავთ თქვენს დანაზოგზე" - კამპანიის მთავარი სლოგანი, რომლის ფარგლებშიც ბრენდი საშუალებას აძლევს მომხმარებელს მნიშვნელოვანად დაზოგოს ბიუჯეტი რთული ეკონომიკური პირობების ფონზე.
ინფორმაციისთვის, ფრანგული ბრენდი, ქვეყანაში დაარსების დღიდან, მაღალი ხარისხის პროდუქციას და საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. გარდა ამისა „კარფური“ მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობითაც გამოირჩევა. ბრენდი ყოველთვის მხარს უჭერს და აძლიერებს მოსახლეობას კრიზისის დროს, იქნება ეს დაბალი ფასების შენარჩუნება, სოციალურად დაუცველი ოჯახების, თუ პანდემიის შედეგად დაზარალებული დაუცველი ჯგუფების დახმარება.
„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე, რასაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ახალი კამპანია - „გაყინული ფასები“.
(რ)