მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კასპაროვი თითქმის ისევე კარგად თამაშობს ჭადრაკს, როგორც ჩემი iPhone, სხვა შემთხვევაში ის იდიოტია"

6356ebd86f7b7
ალა ისპირიანი
25.10.22 00:05
5474
"მართალია, კასპაროვი თითქმის ისევე კარგად თამაშობს ჭადრაკს, როგორც ჩემი iPhone, სხვა შემთხვევაში ის იდიოტია" - ეს Space X-ის დამფუძნებელმა ილოს მასკმა, მოჭადრაკე გარი კასპაროვის შესახებ "Twitter"-ზე დაწერა.

როგორც ცნობილია, მასკისა და კასპაროვის დაპირისპირება "უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროების შემდეგ დაიწყო, რომელიც ილონ მასკმა გამოაქვეყნა.
აღნიშნული გეგმა ხერსონში, ზაპოროჟიეში, ლუგანსკსა და დონეცკში "გაერო"-ს ზედამხედველობით რეფერენდუმის ხელახლა ჩატარებას, ყირიმის რუსეთის ნაწილად დატოვებას და უკრაინის ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფას ეხებოდა.

აღნიშნულ ფაქტს უკრაინის ლიდერების, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის, მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. ამ ფაქტს მათ შორის გარი კასპაროვიც გამოეხმაურა და ამას მორალური იდიოტიზმი უწოდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები