მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კატლეტების და ფუნთუშების გაკეთება ჩვენც შეგვიძლია" - მედვედევის პასუხი McDonald’s-ს

622a0854eb326
გიორგი თოლორდავა
10.03.22 18:32
3719
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი კომპანია McDonald’s-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახლა სანქციების გამო რუსეთის ბაზარს ტოვებენ, ქვეყანაში უკან დაბრუნება ძალიან რთული იქნება, რადგან რუსეთის მთავრობა საპასუხო ზომებს მიიღებს.

გარდა ამისა, მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია შეძლებს დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან გამკლავებას, იმპორტირებული საქონლის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებას და ეკონომიკის აღდგენას.

„მაგალითი გვქონდა 2014 წელს, როცა დასავლეთმა უმიზეზოდ შექმნა პანიკა და სანქციები დაგვიწესა. მაგრამ ამ ქმედებას რუსეთმა სიმეტრიული შეზღუდვებით უპასუხა და მოახერხა სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იმპორტის საკითხებთან დაკავშირებით რიგი საკითხების მოგვარება. ჩვენ ამ გამოწვევას ახლაც გავუმკლავდებით“, - თქვა მედვედევმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების შეჭრის საპასუხოდ, კომპანია McDonald’s-მა რუსეთის მასშტაბით 850 რესტორნის დახურვის და ქვეყნის ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნულ ფაქტს მედვედევი ირონიულად გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კატლეტების და ფუნთუშების მომზადება თავადაც შეუძლიათ.

„ჩვენ თვითონ შეგვიძლია ვაწარმოოთ შესანიშნავი ხარისხის კატლეტები და ფუნთუშები. სხვათა შორის, სანქციების ქვეშ მყოფ ბიზნესმენებსაც კი შეუძლიათ ამის გაკეთება. მაკდონალდსს მოკითხვა!“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები