მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

5f58b0ae85e3f
ინგა მურუსიძე
09.09.20 14:43
1331
საქართველოს უმსხვილესი მეღვინეობის კომპანია, კახური ტრადიციული მეღვინეობა (KTW), რომელიც Forbes Georgia 2020 წლის 50 მსხვილ ქართულ ბიზნეს ოპერატორების სიაში მოხვდა, ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას მეღვინეობისა და მევენახეობის დარგში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია შემოუერთდა „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW) სახით. ასოციაცია პანდემიის პირობებშიც განაგრძობს წევრების მიღებას, მათ ინტერესებზე ზრუნვას და მხარდაჭერას, რადგან ბიზნეს სექტორი დღეს განსაკუთრებით საჭიროებს ამას. ვიმედოვნებთ, რომ KTW-ს და BAG-ის თანამშრომლობა ნაყოფიერი და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული იქნება“, - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

აღსანიშნავია, რომ KTW-ის ძირითადი ღირებულება ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმაა. შესაბამისად, კომპანია ყოველწლიურად ზრდის ვენახების ფართობებს და არსებული გეგმის მიხედვით 2025 წლისათვის 10,000 ჰექტარს მიაღწევს, თანაც ისე, რომ KTW-ს პროდუქციის ხარისხის კონტოლს „ვენახიდან-თარომდე“ გაუწევს.

KTW ჯგუფი რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს, მათ შორისაა, მეღვინეობა და მევენახეობა 4 ღვინისა და სპირტის გადამამუშავებელი საწარმოთი, 1100 ჰექტრამდე გაშენებული ვენახები და 3 ღვინის მარანი, ასევე, ხილის გადამუშავება (Nena / ნენა - ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო) და სტუმართ-მასპინძლობის საწარმოები (Akhasheni Wine Resort & Spa - 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო კახეთში; Orbeliani Residence & Garden - სასტუმრო და რესტორანი ახლად გახსნილ ორბელიანის მოედანზე; Chateau Askana - უახლესი პროექტი გურიაში, რომელიც მოიცავს მივიწყებული დასავლური ენდემური ჯიშების აღდგენას და მათ წარმოებას; Chamber of Georgian Wine - ქართული რესტორანი მცხეთაში; Guramishvilis Marani - უმაღლესი დონის ღვინისა და შამპანურის მწარმოებელი; Velistsikhe Veranda - ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარანი, რომლის საფერავიც ბორდოს ღვინის მუზეუმში La Cite Du Vin-ში არის წარმოდგენილი).
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები