მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კონკურენცია არის გარანტია, რომ საწვავზე ფასები ძალიან სწრაფად არ გაიზრდება" - ნათია თურნავა

60531518335e5
ინგა მურუსიძე
18.03.21 13:23
2672
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საწვავთან მიმართებით ბაზარზე არსებული კონკურენცია არის იმის გარანტია, რომ ფასები ძალიან სწრაფად არ გაიზრდება.

„ბენზინის ფასები დიდად არის დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასებზე. ბოლოს რასაც ვუყურებთ, არის ზრდის ტენდენცია, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ  პირდაპირ არ აისახოს ამ ბაზარზე. პირველ რიგში რაც გაკეთებულია, ეს არის საკმაოდ დიდი კონკურენცია, რაც ბაზარზე არის და კონკურენცია არის იმის გარანტია, რომ ფასები ძალიან სწრაფად არ გაიზრდება, რადგან ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში საწვავზე ფასი ბოლო პერიოდში თითქმის ყოველ კვირას იზრდება. მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების მატება და დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსია. თუ წლის დასაწყისში ბენზინის ფასი 1 ტონაზე 450 დოლარის ფარგლებში იყო, ამ ეტაპზე მისი ღირებულება 200 დოლარით (43%) არის გაზრდილი და 650 დოლარს შეადგენს. 120 დოლარით (27,8%) გაძვირდა დიზელიც.

ქართველი იმპორტიორები ამბობენ, რომ ფასების ზრდას ვერაფერს უპირისპირებენ და ერთადერთი ბერკეტი, რამაც შეიძლება საწვავზე ფასების შემცირება გამოიწვიოს, ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის შემცირებაა. როგორც ცნობილია, 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელზე კი 150 ლარიდან 400 ლარამდე 2017 წლიდან გაიზარდა, რაც ნავთობიმპორტიორების თქმით, ერთ ლიტრ საწვავს დაახლოებით 20 თეთრით აძვირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები