მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კონკურენციის სააგენტო ყველაფერს სამსჯავროზე გამოიტანს"- ვახტანგ იობაშვილი საწვავის ფასზე

63e4ea031c7e8
გიგა ბენია
09.02.23 16:45
1421

ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ საწვავის იმპორტიორები ისევ მაღალ მოგებაზე მუშაობენ, რაც მიუღებელია. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის გაიაფების მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები ისევ მაღალია, ზოგიერთ შემთხვევაში კი ლიტრ ბენზინზე მოგების მარჟა ლარსაც აღწევს. 

BMG ბიზნესმენების პოზიციით დაინტერესდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, გარკვეული საკითხებით დაინტერესდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ ბიზნესს ვერავინ უკარნახებს, რამდენი უნდა იყოს მისი მოგების მარჟა. 

„ღარიბაშვილი პრემიერია და ნებისმიერ დროს აქვს უფლება, ქვეყანაში არსებული სიტუაციით დაინტერესდეს. ყველა იმპორტიორმა უნდა გაითავისოს ეს მითითება და განცხადება. პირადად მე, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო მას წამლების გაიაფების გამო. რაც შეეხება საწვავის ფასების საკითხს, სანამ კონკურენციის სააგენტო მოკვლევის შედეგებს არ გამოაქვეყნებს, იმპორტიორებს ნუ გავლანძღავთ. ბიზნესს აქვს უფლება, იმ ფასად გაყიდოს საწვავი, რა ფასადაც უნდა, ამას ვერავინ უკარნახებს", - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.

BMG-ს კითხვაზე, აქვს თუ არა კომპანიებს საწვავის კიდევ გაიაფების საშუალება, ვახტანგ იობაშვილი პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებს. 

„მოდით, კონკურენციის სააგენტოს დაველოდოთ. შეისწავლოს რამდენით შეგვიძლია ან შეგვეძლო გაიაფება. ისე, მოგების პროცენტი რომ უნდა ჰქონდეს ნებისმიერ კომპანიას, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. სხვა შემთხვევაში, ვერ იარსებებს. რამდენია ეს მოგების მარჟა, დაველოდოთ კონკურენციის სააგენტოს, ის ამ ყველაფერს სამსჯავროზე გამოიტანს. ზოგადად, კომპანიებმა ქვეყანაში რუსული საწვავის შემოტანით დიდი საქმე გააკეთეს. რუსეთიდან პროდუქტის შემოტანით, საკმაოდ დიდი ფასდაკლება მივიღეთ ქვეყანაში“,-აცხადებს ვახტანგ იობაშვილი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები