მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კოვიდ ფონდის თანხას თქვენი რჩევების მიხედვით დავხარჯავთ და ამას გაგახსენებთ" - გახარია დეპუტატებს

5ef5fa1edaa9c
ინგა მურუსიძე
26.06.20 17:42
860
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დეპუტატებს დაპირდა, რომ კოვიდ ფონდში მობილიზებულ თანხას მთავრობა ისე დახარჯავს, როგორც დეპუტატები ურჩევენ.

პარლამენტის პლენარული სესიის სხდომაზე, სადაც გახარია წლიურ ანგარიშს წარადგენს, არაერთი დეპუტატი დაინტერესდა, თუ რას უპირებს მთავრობა 133 მლნ ლარს, რომელიც stopcov ფონდშია მობილიზებული. ამ თანხიდან 100 მლნ ფონდში „ქართული ოცნების“ თამჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჩარიცხა.

„ჩვენ არავინ მოგვიტყუებია, დროც გვაქვს და ყველა ადამიანამდე მივალთ. რამდენჯერმე გაისმა, რას უპირებთ კოვიდ ფონდის თანხებს, ან რას უნახავთო. ჯერ ერთი ვინახავთ მეორე ტალღისთის. მოგეხსენებათ, ამ ვირუსის ყველაზე დიდი გამოწვევა არის არაპროგნოზირებადობა და წლის ბოლომდე ქვეყნის ფინანსური მდგრადობა არის უზრუნველყოფილი.

გავიგეთ, რომ საკმარისი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ მაღალი გაურკვევლობის დროს მინიმალური სოციალური უზრუნველყოფის სტანდარტი იყოს დაცული. თითოეულ რჩევას, როგორ გამოვიყენოთ ეს კოვიდ ფონდის ფული, თქვენი რჩევის მიხედვით გამოვიყენებთ. თქვენ რომ არ დაიწყოთ პოლიტიკური სპეკულაციები, მე მექნება საპასუხოდ, რომ როგორც თქვენ გვირჩიეთ, ზუსტად ისე გავაკეთეთთქო და ამას გაგახსენებთ“, - მიმართა დეპუტატებს გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები