მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მას შემდეგ დავუჭერთ მხარს, რაც ქვეყანა პრიორიტეტულ საკითხებს გადაჭრის" - ან ლინდე საქართველოზე

62acb3b5d224d
ალა ისპირიანი
17.06.22 22:10
1445
"შვედეთი სრულად დაუჭერს მხარს ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, მას შემდეგ რაც ქვეყანა პრიორიტეტულ საკითხებს გადაჭრის", - ამის შესახებ  შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ „ტვიტერზე“ დაწერა. 

მისი თქმით, ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი გზა: "შვედეთი მხარს უჭერს მათ ვალდებულებებსა და ევროპულ არჩევანს!“.

ცნობისთვის, ევროკომისიამ დღეს უკრაინისა და მოლდოვისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. საქართველომ ევროკომისიისგან მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო, რაც პირობების დაკმაყოფილების შემდეგ კანდიდატის სტატუსს ითვალისწინებს. კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს EU-ს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები, რათა ქვეყანამ მომავალში მაინც შეძლოს კანდიდატის სტატუსის მიღება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები