მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მინისტრისგან შეხვედრაზე უარი მივიღეთ, მაგრამ მაინც მოლოდინის რეჟიმში ვართ" - მაია მახარაშვილი

62e82f8d7a35d
ალა ისპირიანი
02.08.22 01:00
1163
ორი კვირის წინ "ჯანდაცვის ასოციაციის" წევრმა 100-მა კლინიკამ ზურაბ აზარაშვილს ღია წერილით მიმართა. წერილში საუბარია ტარიფების ინდექსაციის საკითხზე, რასაც, ხელმომწერების განცხადებით, კლინიკების ფინანსური მდგრადობა და წარმატებული ფუნქციონირება ემყარება. წერილის ავტორები ამბობენ, რომ თუ ტარიფების ინდექსაცია არ მოხდება, ეს კლინიკებისთვის დიდი ფინანსური დარტყმა იქნება.

ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკებს უპასუხა, რომ მათი ტარიფების გადასახედად სამინისტროს მყარი არგუმენტაცია სჭირდება. მინისტრის პასუხის პასუხად, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ ჩუხრუკიძემ განაცხადა, რომ მათ ძალიან მყარი არგუმენტები აქვთ და დასძინა, რომ ამ არგუმენტების მოსასმენად შეხვედრაა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი კლინიკებს დღემდე არ შეხვედრია, “სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის” დირექტორმა მაია მახარაშვილმა "საქმის კურსში" თქვა, რომ მაინც მოლოდინის რეჟიმში არიან.

"შეხვედრაზე უარი მივიღეთ, მაგრამ სულ მოლოდინის რეჟიმში ვართ, რადგან ბევრი კითხვა დაგროვდა. სამინისტროსთან შეხვედრაზე, როდესაც ასოციაციის სახელით ვიყავი, კიდევ ერთხელ გავიარეთ საკითხი, რომ რეანიმაციის სტანდარტების დამტკიცების შემთხვევაში ის კლინიკები, რომლებიც ამ ტარიფს დააკმაყოფილებენ, განახლებულ ტარიფს მიიღებენ. თუმცა რამდენია ეს განახლებული ტარიფი, არ ვიცით", - ამბობს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები