მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოლაპარაკებებს დუბაიში, ერაყში, ესპანეთსა და გერმანიაში ვაწარმოებთ" - "პიელ ნატურალსის" გეგმები

61fbc397b9219
მარიამ იზორია
03.02.22 22:40
2087
100%-ით ნატურალური თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელმა ბრენდმა “პიელ ნატურალსმა” წარმოებას პრემიუმ კლასის ყურძნის წიპწის ხაზი დაამატა, რომელიც დღისა და ღამის კრემებს, თვალის კრემს, ტანის ლოსიონს, წიპწის ზეთსა და ბალმს აერთიანებს. უახლოეს მომავალში ბრენდი ბავშვის ხაზის დამატებას, ასევე შრატისა და უსულფატო შამპუნის წარმოებასაც დაიწყებს.

როგორც “პიელ ნატურალსის” დამფუძნებელი, თათუკა ლომიძე bm.ge-სთან ამბობს, კომპანიას მიმდინარე წელს გაფართოების გეგმაც აქვს და მალე ბრენდს ორი ახალი ფილიალი ექნება.

“მზარდი გაყიდვებისა და მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ორ ახალ ფილიალს რუსთავსა და თელავში ვხსნით. ადგილობრივ ბაზარზე გაფართოების გარდა, ჩვენს გეგმაში ექსპორტზე გასვლაც შედის. ამ დროისთვის მოლაპარაკების პროცესი დუბაისთან, ერაყთან, ესპანეთთან და გერმანიასთან აქტიურად მიმდინარეობს და მიმდინარე წლის ბოლომდე პირველი საექსპორტო პროდუქცია უკვე გაიგზავნება” - ამბობს თათუკა ლომიძე.

ცნობისთვის: “პიელ ნატურალსი” 350-მდე დასახელების თავის მოვლის საშუალებებს აწარმოებს და თბილისში ცხრა ფილიალს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები