ევროპარლამენტი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციას განიხილავს. სხდომაზე ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა სიგფრიდ მურეშანმა განაცხადა, რომ მოლდოვამ, რომელმაც ამ დღეებში 70,000-ზე მეტი დევნილი მიიღო და რომლის მთავრობაც უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობით არის განმსჭვალული, EU-სგან უნდა მიიღოს ისეთივე მხარდაჭერა, როგორიც უკრაინის მიმართ ფიქსირდება.
“უკრაინის მოსახლეობა ითხოვს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს - დიახ, ჩვენი კარი ღიაა თქვენთვის. უკრაინა ეკუთვის ევროპას, უკრაინა ეკუთვნის ევროკავშირს. კიდევ ბევრია გასაკეთებელი გაწევრიანებისთვის, თუმცა მეტი რა მტკიცებულება გვინდა იმის დასანახად, რომ უკრაინა ეკუთვნის ევროკავშირს, იმაზე მეტი, რასაც უკრაინელი ხალხი აკეთებს, რომ უკრაინელ ხალხს შეუძლია ყველა დაბრკოლება გადალახოს, რაც შეხვდებათ.
მოლდოვა, 3 მილიონზე მცირე მოსახლეობის ქვეყანამ, ევროკავშირის მეზობელმა ქვეყანამ ამ დღეებში 70,000-ზე მეტი დევნილი მიიღო. მათ გაუწიეს დახმარება, მისცეს საკვები და სითბო, ისინი მოქმედებდნენ ევროპული სულისკვეთებით და ევროპული ღირებულებებით.
მათ ხელმძღვანელობს პრო-ევროპული პრეზიდენტი და პრო-ევროპული მთავრობა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი, რასაც ვთავაზობთ უკრაინას, უნდა შევთავაზოთ მოლდოვასაც,” - განაცხადა სიგფრიდ მურეშანმა.




























