მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომხმარებელმა პირველადი დანიშნულების სურსათი ხელმისაწვდომ ფასად უნდა მიიღოს" - შეხვედრა გაიმართა

63f0814d23d84
BM.GE
18.02.23 11:37
5073
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სურსათის სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს სასურსათო სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ვითარება. "აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში ლარის კურსის გამყარებისა და პირველადი მოთხოვნილების იმპორტულ სურსათზე ფასების შემცირების მიუხედავად, მარკეტებში მათი ღირებულება თითქმის უცვლელია, რაც განსაკუთრებით უარყოფითად მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად, სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე აისახება", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დაევალა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც იმუშავებს როგორც დისტრიბუტორებთან, ასევე ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან, რათა გონივრულ ვადებში მოხდეს გამოსავლის ძიება შექმნილი ვითარებიდან.

"შეხვედრაზე ითქვა, რომ მომხმარებელმა პირველადი დანიშნულების სასურსათო პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად კონკურენტულ პირობებში უნდა მიიღოს.

აქვე გადაწყდა, რომ მომზადდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა ცალკეული დასახელების პირველადი მოთხოვნილების სასურსათო პროდუქტებთან მიმართებაში, რომელთა მიმართაც მოხდება შეთანხმება მთავრობას, დისტრიბუტორებსა და მარკეტებს შორის",- ამბობენ ეკონომიკის სამინისტროში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოამზადებს კანონპროექტს საცალო ვაჭრობის შესახებ, რომელშიც შესაბამისი ევროდირექტივის მოთხოვნები აისახება. კანონპროექტის განხილვის პროცესში ბიზნესი აქტიურად ჩაერთვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები