მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომხმარებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ არაკეთილსინდისიერად მოქცევის შესაძლებლობა აქვს" - "უნიკო"

644e6c94d8966
მარიამ იზორია
30.04.23 17:19
730
მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონის შემოღებამ ონლაინ სივრცეში ვაჭრობა უფრო სანდო გახადა. კანონი ბიზნესის მოთხოვნებსაც პასუხობს, თუმცა ონლაინ კომერციული კომპანიებისთვის კანონთან დაკავშირებულ მთავარ გამოწვევად მომხმარებელში დაბალი ცნობიერება რჩება.

როგორც ონლაინ კომერციული პლატფორმის „უნიკის“ დამფუძნებელი bm.ge-სთან აღნიშნავს, მომხმარებელს მაინც ჰგონია, რომ კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაძლებლობა აქვს.

„რაღაც თვალსაზრისით მომხმარებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ არაკეთილსინდისიერად მოქცევის შესაძლებლობა აქვს და თავიანთი ინტერპრეტაციით იყენებენ კანონს. მომხმარებელი ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ბიზნესსუბიექტებთან კანონს შანტაჟის მექანიზმად“ - ამბობს უჩა შავაძე.

"საჭირომანიას" დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ არსებული კამპანია მიმართულია იმისკენ, რომ მომხმარებელს აღნიშნული კანონის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს, თუმცა რა შემთხვევაში შეუძლია კანონის გამოყენება ამასთან დაკავშირებით ცნობიერება ნაკლებია. 

"კამპანია საზოგადოებას აცნობს ამ კანონის არსებობას და იმას, რომ ადამიანს მისი გამოყენება შეუძლია, ეს იქნება ნივთის დაბრუნება, თუ შეცვლა. თუმცა რა შემთხვევაში შეუძლია მოითხოვოს და რა შემთხვევაში არა, ამასთან რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ნაკლებია" - ყვება ვიტალი კვერღელიძე. 

ცნობისთვის: 2022 წლის 1 ნოემბრიდან კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებელთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება და განხილვა დაიწყო. მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი განსაკუთრებით ელექტრონულ კომერციას არეგულირებს. კანონმა ბაზარზე არაკეთილსინდისიერი მოთამაშები ჩახსნა.

2022 წლის 1 ნოემბრიდან კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში დაახლოებით 200-მდე განაცხადი შევიდა. 5 თვის შედეგების მიხედვით, სააგენტომ 200 განაცხადიდან დარღვევა 5 შემთხვევაში დაადასტურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები