ბიზნესმენი და კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ მთავრობას წარმოადგენენ დაქირავებული ადამიანები, რომლებიც საზოგადოებას უნდა ემსახურებოდნენ, შესაბამისად, მათ ფუნქცია უნდა შეიცვალონ. ამის შესახებ მან Forbes Talks-ში საუბრისას განაცხადა.
„საქართველო არც ისე დიდი ქვეყანაა, ყველამ ყველაფერი იცის, მე მთავარს გეტყვით, რომ მთავრობა - ეს არიან მენეჯერები, უხეშად რომ ვთქვათ, ესენი არიან დაქირავებული ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან მთელ საზოგადოებას. ჩვენი კონსტიტუციით, ამ მომსახურე პერსონალს უფრო სოციალური ფუნქცია უნდა ჰქოდნეს, რომ ხალხს რომელსაც უჭირს, დაეხმაროს.
აი, მაგალითად ბიზნესომბუდსმენთან 2-3 თვის წინ, მიხეილ დაუშვილთან მქონდა კარგი ურთიერთობა, ახლა ვურეკავ ვწერ და არ იღებს. მთელმა მთავრობამ სხვა ფუნქცია უნდა მიიღოს. ხალხთან უნდა მივიდნენ, ბიზნესებთან უნდა მივიდნენ, შეეკითხონ რა უჭირთ.
არ მიყვარს ბიზნესასოციაციები, შესაცვლელია ყველაფერი. ახლა ისინი არიან ბიზნეს ელიტა“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.




























