მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მხარეები კონსულტაციებისთვის მიდიან დედაქალაქებში" - პირველი განცხადება რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების შემდეგ

621cf933d7222
თამთა ჯიჯავაძე
28.02.22 20:31
1157
უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა.

როგორც მედიასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, ახლა მხარეები თავიანთ დედაქალაქებში მიემგზავრებიან კონსულტაციების გასამართად და გადაწყვეტილების მისაღებად.

„მოლაპარაკების პირველი რაუნდის მთავარი თემა იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწვეტილების მიღება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. მხარეებმა წამოვჭერით პრიორიტეტული თემების ნაწილი, რომელთა დაკავშირებითაც უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული.

გამოჩნდა გარკვეული შესაძლებლობები ტაქტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ჩვენ ახლა მივემგზავრებით ჩვენს დედაქალაქებში კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად და კონსულტაციებისთვის.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს დედაქალაქებში კონსულტაციების შემდეგ გავემგზავრებით და გავმართავთ მოლაპარაკებების მეორე რაუნდს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაახლოებით ექვს საათს გაგრძელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები