მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მზად ვარ წარვადგინო საქართველო ყველა ფორმატში, სადაც უკრაინაზე მსჯელობენ... საჭიროა ჩვენი ხმა მოისმინონ"

62176bc4b0452
ინგა მურუსიძე
24.02.22 15:31
805
ეს დღე ტრაგიკულია საქართველოსთვის და ყველა მშვიდობისმოყვარე ერბისთვის ევროპასა და მსოფლიოში, რამეთუ ომი ევროპის გულში გაჩაღდა ყველანაირი დიალოგის მცდელობის მიუხედავად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა და გამოეხმაურა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას.

პრეზიდენტმა უკრაინაში გარდაცვლილ სამხედროებს და სამოქალაქო პირებს პატივი მიაგო.

„მე გავაუქმე დღეს ჩანიშნული ეროვნული თანხმობის შეკრება, რადგან მიმაჩნია, რომ დღეს ეროვნული თანხმობის საკითხი არის ერთი - უკრაინა და ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ტრაგიკული დღეა უკრაინისთვის დღეს. მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობის შენარჩუნებისთვის ბოლომდე ყველაფერი იღონა, ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია. დღეს, იგი ცდილობს გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველოს მის გვერდით დგას.

ეს დღე ტრაგიკულია საქართველოსთვის და ყველა მშვიდობისმოყვარე ერისთვის ევროპასა და მსოფლიოში, რამეთუ ომი ევროპის გულში გაჩაღდა ყველანაირი დიალოგის მცდელობის მიუხედავად. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტი ქვეყნის, რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა გამოვუცხადო უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა.

მინდა მივმართო მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობას, ოპოზიციას და მთავრობას, დღეს, ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, ნებისმიერ ფორმატში წარმოადგინოს საქართველო, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით გაიმართება.

"მზად ვარ წარმოვადგინო საქართველო ყველა ფორმატში, სადაც უკრაინის საკითხს განიხილავენ, რადგან უკრაინის საკითხი ჩვენი საკითხიცაა და საჭიროა საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც. ჩვენ ვართ და მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზის მცდელობის, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეს“, - განაცხადა სალომე ზურაბუშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები