მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნაცმოძრაობა" საქართველოში სანქცირებული პირების შემოშვების აკრძალვის ინიციატივით გამოდის

646b4ac8e4cf7
BM.GE
22.05.23 15:22
375
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარლამენტში პარტიამ გასულ წელს დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლითაც სანქცირებული პირების საქართველოში შემოსვლა აიკრძალება.

დღეს პარლამენტში პარტიის წევრებმა განცხადება გააკეთეს და კანონპროექტის განხილვის განახლება მოითხოვეს.

„ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ჯერ კიდევ წინა წელს დააინიცირა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ". აღნიშნულ საკითხს დავაყენებთ ბიუროს სხდომაზე და მოველით, რომ საქართველოს პარლამენტმა განახორციელოს საკუთარი უფლება-მოვალეობები, რათა დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესი და აკრძალოს სანქცირებულ პირეთა შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე“, - თქვა თინათინ ბოკუჩავამ.