“ნუტრიმაქსი” სოფელ გამარჯვებაში შინაური ცხოველების, ძაღლებისა და კატების საკვების საწარმოს მიმდინარე წლის შემოდგომაზე აამოქმედებს.
“ნუტრიმაქსის” დირექტორი bm.ge-სთან აცხადებს, რომ აღნიშნული საწარმოსთვის კომპანიამ დაახლოებით 2.5 მლნ ევროს მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. მისივე თქმით, ახალი საწარმო ოცდაათამდე ადამიანს დაასაქმებს.
“შინაური ცხოველების საკვების საწარმოს დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბერში ავამოქმედებთ. ეს ჩვენთვის სიახლეა, რადგან აქამდე არსებული წარმოება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების საკვებს მოიცავდა.
ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 2.5 მლნ ევროა, ეს კომპანიის კერძო ინვესტიციაა”, - აღნიშნავს ბექა ბექაია.
ცნობისთვის: “ნუტრიმაქსი” სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ცხოველების საკვებს 2009 წლიდან აწარმოებს. საწარმოს წლიური წარმადობა 100 დასახელების 35 000 ტონა ცხოველთა საკვებია. ნუტრიმაქსის პროდუქტის 60% საქართველოში, ხოლო 40% აზერბაიჯანში, სომხეთსა და აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოში იყიდება.




























