ოცნების ხელისუფლების მმართველობის პერიოდი არის ის ერთადერთი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი და ეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა სწორედ მიღწეულია იმ პოლიტიკის შედეგად, რომელიც დაიწყო ჩვენმა პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, დამფუძნებლის დაწყებულ პოლიტიკას დღეს აგრძელებს მთავრობა და ასეც გაგრძელდება, რომლის საბოლოო მიზანი და დიდი ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანებაეს უნდა იყოს თითოეული ქართველოს საზრუნავი.
„ეს არ არის მხოლოდ მთავრობის და ხელისუფლების საზრუნავი. ეს უნდა გახდეს თითოეული მოქალაქის ოცნება და საზრუნავი - როგორ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყნა და როგორ დავაყენოთ ფეხზე. მესმის, რომ ძალიან რთული სიტუაციაა ყველგან, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე, ერთიანობა, სიმშვიდე მოსახლეობაში და ემოციების გარეშე, ცივი გონებით, გონივრული, სახელმწიფოებრივად სწორი და ეროვნული ინტერესებით მოქმედება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




























