მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ომიკრონის" სიმსუბუქესთან მიმართებით ფრთხილი ოპტიმიზმით უნდა ვიყოთ - გამყრელიძე

61e7281bbb4a4
BM.GE
19.01.22 10:30
633
"ფრთხილი ოპტიმიზმით უნდა ვიყოთ "ომიკრონის" შტამის სიმსუბუქესთან", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა გადაცემა Forbes Health-ში ​მიმდინარე ეპიდვითარების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, პირველადი ჯანდაცვის სისტემაც "გადაძაბვისკენ მიდის", რაც ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობას საგრძნობლად გაზრდის.

"ოპტიმისტები ვართ, მაგრამ რაციონალურად ოპტიმისტები უნდა იყოთ, რომ ეს შტამი მსუბუქად გაივლის.  აუცილებლად უნდა ვიყოთ მობილიზებულები, ვინაიდან გვაქვს უკვე მაგალითები, რომ სისტემა გადაიტვირთა. 

პირველადი ჯანდაცვის სისტემაც გადაძაბვისკენ მიდის. საშუალოდ 50 000 ტესტი კეთდება საქართველოში დღიურად. ტესტის შესაძლებლობა ბევრად დიდი არ არის ამ წუთში და თუ "ომიკრონს" ისეთი გავრცელება ჰქონდა, რომ მთლიანად ჩაანაცვლა "დელტა" შტამი და ისეთი გავრცელება ჰპოვა, როგორიც არის მაგალითად, დასავლეთის რიგ ცენტრალურ ქალაქებში, ძალიან ბევრი გამოუვლენელი შემთხვევა გვექნება, რომელიც ასევე დააწვება სისტემას, რასაც ჰოსპიტალური დატვირთვა მოჰყვება. ფრთხილი ოპტიმისტები უნდა ვიყოთ", - განაცხადა ნიკა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დადებითი შემთხვევების 50% გამოწვეულია "ომიკრონით", ხოლო თბილისში, სადაც ინციდენტობა ყველაზე მაღალია, "ომიკრონის" წილი არის 65%. რეგიონებში კი 30-35%-ის ფარგლებში. მეორე ადგილზე "ომიკრონით" თბილისის მერე იმერეთია და შემდეგ აჭარა და შიდა ქართლი. ზოგადად კი, "ომიკრონით" ლაბორატორიულად დადასტურებულია ჯამში, 1 254 შემთხვევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები