მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ომიკრონს აქვს შესაძლებლობა რომ კორონავირუსის აქტიური შემთხვევები საქართველოში 100 000-მდე ავიდეს" - კულუმბეგოვი

61c0bab31660b
თამთა ჯიჯავაძე
20.12.21 21:13
728
სამწუხაროდ, ომიკრონის აქტივაციის შემთხვევაში მას აქვს შესაძლებლობა რომ საქართველოში დროის ერთ მონაკვეთში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 100 000-მდე ავიდეს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს რომ შემცირებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაშიც კი დაახლოებით 10 000-მდე ადამიანს დასჭირდება საავადმყოფოში მოხვედრა, რაც ჰოსპიტლების გადატვირთვას გამოიწვევს.

„ჩვენი ქვეყნისთვის ამის მართვა პრაქტიკულად შეუძლებელია“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მედპერსონალი ამ ორი წლის განმავლობაში გადაიღალა, რაც დამატებით პრობლემებს წარმოადგენს.

ცნობისთვის, ომიკრონის პირველი ორი შემთხვევა საქართველოში დღეს დაფიქსირდა. ახალი შტამის ყველაზე საშიშ თვისებას მისი სწრაფად გავრცელება წარმოადგენს.

"ვარაუდობენ, რომ ვაქცინები „ომიკრონისგან“ იცავს, განსაკუთრებით თუ ადამიანს გაკეთებული აქვს ბუსტერი"- ცერცვაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები