მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ონლაინ მოვაჭრე კომპანიებს ეს კანონი განვითარების საშუალებას მისცემს" - ლექვინაძე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“

635aba702a9fb
ალა ისპირიანი
27.10.22 21:00
1114
1 ივნისს ძალაში შესული კანონით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მაგალითად ონლაინ შეძენილი ნივთები 2 კვირის ვადაში ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უკან დააბრუნოს.

რეგულაციამ მომხმარებელი შეცდომაში შემყვანი რეკლამისგანაც უნდა დაიცვას, ამიტომ ბიზნეს სუბიექტებს ევალებათ, მყიდველს ამა თუ იმ პროდუქტსა და მის ფასზე ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.

თუ მეწარმესთან მომხმარებელმა კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, მას უფლება აქვს კონკურენციის სააგენტოს მიმართოს.

სააგენტოს მითითებების შესრულება მეწარმეებისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო თუ არ დაემორჩილებიან კონკურენციის სააგენტოს შეუძლია მეწარმე დააჯარიმოს.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა "საქმიან დილაში" თქვა, რომ ეს მსოფლიოში აღიარებული სტანდარტია, რომელიც ერთი მხრივ მომხმარებლის უფლებებს დაიცავს და მეორე მხრივ კეთილსინდისიერი ონლაინ მოვაჭრე კომპანიებს საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებაში დაეხმარება.

„თუ აქამდე მომხმარებელს მხოლოდ სასამართლოს გზით და გარკვეულ სექტორებში შეეძლო საკუთარი უფლებების დაცვა, მას უკვე ნებისმიერ მოვაჭრესთან მიმართებაში შეუძლია მოითხოვოს ის ინფორმაცია, რომელიც კანონმდებლობითაა განსაზღვრული. ეს ეხება ინფორმაციას პროდუქციის და მისი შემადგენლობის შესახებ, ასევე პროდუქციის უკან დაბრუნების წესს. 14-დღიანი უპირობო დაბრუნების წესი მხოლოდ ონლაინ ვაჭრობას ეხება და ფიზიკური ვაჭრობის შემთხვევაში მაქსიმალური ინფორმირებაა მოქალაქის საკმარისი იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესის დაცვის საშუალება ჰქონდეს.

ეს არის მსოფლიოში აღიარებული სტანდარტი. როდესაც მოქალაქეს არ შეუძლია ფიზიკურად დაათვალიეროს ნივთი, მოირგოს და ხარისხიანობა შეამოწმოს. ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში მომხმარებელი ამას მოკლებულია, ამიტომ დაცულობის უფრო მაღალი სტანდარტი სჭირდება“, - განაცხადა ლექვინაძემ და დასძინა, რომ თუ პროდუქტს მოხმარების კვალი ეტყობა და მოხმარებისას დაზიანდა ამ შემთხვევაში უპირობო დაბრუნების უფლება შეიძლება არ იყოს.

რაც შეეხება აღნიშნული ცვლილების გავლენას ონლაინ მოვაჭრე კომპანიებისთვის, ლექვინაძის მოსაზრებით, მათ საშუალება ექნებათ თავიანთი საქმიანობა უფრო განავითარონ:“მოწესრიგებული და კეთილსინდისიერი ონლაინ მოვაჭრე კომპანიებისთვის აღნიშნული კანონის მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავიანთი საქმიანობის განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.

რაც შეეხება 14-დღიან პერიოდს, იგი განმარტავს, რომ აღნიშნული ვადა სტანდარტია, რომელიც მსოფლიოში მოქმედებს, ამიტომ საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მოქალაქეების განაცხადების მიღებას, განხილვას და დარღვევებზე რეაგირებას პირველი ნოემბრიდან იწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები