მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პარლამენტმა, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნით ხელი შეუწყო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას"

63e36142acd7d
BM.GE
08.02.23 12:40
526
2022 წლის განმავლობაში პარლამენტი აგრძელებდა მუშაობას ყოვლისმომცველი მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე, 2022 წელს პარლამენტმა მიიღო 298 კანონი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 2022 წელს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონები უკეთ იცავს მომხმარებელთა უფლებებს.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი“, რომლის მიხედვითაც გაზრდილია მოსახლეობის ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, საპენსიო უზრუნველყოფის, თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.

"ახალი კანონები უკეთ იცავს მომხმარებელთა უფლებებს, ხელს უწყობს ქალების გაძლიერებასა და გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლას, ქმნის ბევრ ახალ შესაძლებლობას სოფლის მეურნეობის, განათლების, უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, კულტურის, ჯანდაცვის და სხვა სექტორებში. საქართველოს პარლამენტმა, მთავრობასთან ერთად, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნით ხელი შეუწყო ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი“, რომლის მიხედვითაც გაზრდილია მოსახლეობის ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, საპენსიო უზრუნველყოფის, თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.

ეს ჩვენი მოსახლეობისთვის ნიშნავს ამ მიმართულებებით უკეთეს პირობებს, უკეთეს სტანდარტებს, უფრო მაღალ ხარისხსა და უკეთეს ხელმისაწვდომობას. ასევე, მივიღეთ საკანონმდებლო პაკეტი რომელიც საქართველოს ერთიან ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს. აღნიშნული საქართველოსთვის ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და ევროკავშირის მხრიდან აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ ყველას, განსაკუთრებით კი დიასპორის წარმომადგენლებს შეეძლებათ მნიშვნელოვნად შემცირებული საბანკო ხარჯებით გადარიცხვების განხორციელება. საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით გაუმჯობესდება დეკრეტული შვებულებით მოსარგებლე დასაქმებული მშობლების და მათი ბავშვების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. 2023 წლის 1 იანვრიდან ორსულობისა, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაზე გასაცემი დახმარების მაქსიმალური ოდენობა გაორმაგდა და გახდა 2000 ლარი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები