მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პენსია და სოციალური დახმარება იზრდება" - დეტალები

6376558eeb02e
BM.GE
17.11.22 23:55
3313
2023 წლის ბიუჯეტის პროექტით იზრდება პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარებების ოდენობა. ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2021 წელთან შედარებით, 640 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 5 მილიარდ 340 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის:

• პენსიები და კომპენსაციები - 3 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი;

• მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებები - 1 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი;

• მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა დახმარებები - 85 მილიონი ლარი;

• ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები - 70 მილიონ ლარამდე;

• დასაქმების ხელშეწყობა - 80 მილიონ ლარზე მეტი;

• საპენსიო სქემის თანადაფინანსება - 310 მილიონი ლარი;

• მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამები - 290 მილიონი ლარი.

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია:

• 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსიის ზრდა 65 ლარით, რისი გათვალისწინებითაც: მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, კანონით განსაზღვრული საპენსიო დანამატის ჩათვლით იქნება 438 ლარი; დანარჩენი პენსიონერებისთვის - 365 ლარი;

• 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით, რისი გათვალისწინებითაც: მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, ზემოაღნიშნული დანამატის ჩათვლით იქნება 354 ლარი; დანარჩენი პენსიონერებისთვის - 295 ლარი;

• მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირთა დახმარება იზრდება 65 ლარით;

• სხვა კატეგორიის შშმ პირთა დახმარების ზრდა 35 ლარით;

გარდა ზემოაღნიშნულისა, სოციალური კუთხით აღსანიშნავია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის იწყება 7 ათას ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გამოყოფილია 230,0 მლნ ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები