მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულ ღვინოს აქვს შესაძლებლობა უკეთ იყოს წარმოდგენილი აპოლიტიკურ, საინტერესო ბაზრებზე"

62808721a4b9c
თამთა ჯიჯავაძე
15.05.22 20:00
1013
„ღვინის სექტორის მთავარი პრობლემა ნაკლები დივერსიფიცირებაა“, - ამის შესახებ „საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა გამყრელიძემ გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში განაცხადა.

გამყრელიძის განცხადებით, ქართულ ღვინოს აქვს შესაძლებლობა, რომ უკეთ იყოს პოზიციონირებული საინტერესო ბაზრებზე, რომლებიც აპოლიტიკურია.

„2006 წელს, როდესაც რუსეთმა ემბარგო დაგვადო, ამ სექტორმა სწრაფად დაიწყო დივერსიფიცირება. ახლაც მგონია რომ სერიოზული გამოწვევაა ამ სექტორისთვის. როგორც ვიცი, ჯამური ექსპორტის დაახლოებით ნახევარი ჩრდილოელ მეზობელთან მიდიოდა. ამიტომ მოუწევს ამ სექტორს ადაპტირება. ბევრი მუშაობა სჭირდება. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და ვნახოთ რა გამოგვივა. პროდუქტი არის და აქვს შესაძლებლობა, რომ იყოს უკეთ პოზიციონირებული უფრო საინტერესო ბაზრებზე, რომლებიც აპოლიტიკურია და არ არის დამოკიდებული გაუწონასწორებელი ადამიანის გადაწყვეტილებებზე“, - განაცხადა ნიკა გამყრელიძემ.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს კაპიტალი“ ღვინის სამ კომპანიაში ფლობს წილს "თელიანი ველი", "ქინძმარაულის მარანი", "ალავერდი" და ღვინოს საქართველოს გარდა, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ყიდის. ვენახების ბაზის მიხედვით კი, ღვინის მწარმოებელთა ხუთეულშია.

ჰოლდინგში შემავალმა კომპანიებმა 2021 წელს 9,4 მილიონი ბოთლი ღვინო გაყიდეს. გაყიდვების, დაახლოებით, 87% ექსპორტზე მოდიოდა. გასულ წელს ღვინის ბიზნესიდან შემოსავალი 60 მლნ ლარს შეადგენდა. რუსეთ-უკრაინის ომმა „საქართველოს კაპიტალს“ ღვინის ბიზნესიდან შემოსავლები მკვეთრად შეუმცირა. საინვესტიციო ჰოლდინგმა ინვესტორებს ღვინის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების 44.5%-იანი ვარდნის შესახებ აცნობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები