რამდენიმე დღის წინ შრომის ინსპექციამ კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო, „გარდენია შევარდნაძე“დალუქა და ობიექტის მფლობელი ზურაბ შევარდნაძე 2000 ლარით დააჯარიმა. შრომის ინსპექციის ცნობითვე, ობიექტზე აკრძალული სოციალური ღონისძიება, სავარაუდოდ, ქორწილი იმართებოდა. მოგვიანებით დაზუსტდა, რომ შრომის ინსპექტორებმა "გარდენია შევარდნაძის" ის ნაწილი დალუქა, სადაც სოციალური ღონისძიება ტარდებოდა. დღეს კი, ზურაბ შევარდნაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ყვება, რომ ის პირად სტუმრებს მასპინძლობდა, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ეს იყო შეცდომა.
"ყვავილებზე, ბროწეულებზე, შემოდგომის ყვითელ ფოთლებზე, ძველ გურულებზე ვერ დავიწყებ წერას მანამდე, სანამ ამხელა ემოციის შემდეგ, არ ვიტყვი რა იყო და როგორ. გულწფელად გამომდის ხოლმე მოყოლა და ახლაც ასე შევეცდები.
ნიუ-იორკიდან ჩამოფრინდა ჩემი ორი მეგობარი, გიორგი და რადმილა, საქართველოში ჯვრის დასაწერად, ჩემთან დაბინავდნენ. მთხოვეს, რომ სვეტიცხოვლიდან მოვიდოდნენ 20 სტუმრით. ვერ ვუთხარი უარი. ლამაზი სუფრა გავუშალე ჩემ საკუთარ სახლში და არა საჯარო სივრცეში გარდენიაში. სახლი იურიდიულადაც ჩემი პირადი საკუთრებაა და გამიჯნულია ბაღისაგან რეესტრშიც ასეა გატარებული. ყველა სტუმარი იყო პისიარ ტესტით შემოწმებული.
რათ ქმა უნდა, გავიხარეთ ერთმანეთის ნახვით, ფოტოების, ვიდეოების გადაღებასაც არავინ მორიდებია.
ძალიან მალე ატყდა რაც ატყდა, გაივსო ბაღი და სახლი სამართალდამცავებით, პატრულის თანამშრომლებით, ჟურნალისტებით. ბარე ხუთჯერ მეტნი იყვნენ ერთად აღებული ვინემ ჩემი სტუმრები. ძალიან გავნერვიულდი, ძალიან. ვფიქობ, გადაამეტეს.
რა თქმა უნდა, დავარღვიე კანონი; რა თქმა უნდა, რეგულაცია დავარღვიე და ვუმასპინძლე სტუმრებს. ამიტომ ჯარიმაც გადავიხადე და ოთახიც დალუქეს. ზუსტად მაქვს გაცნობიერებული რამხელა საფრთხის ქვეშ ვართ ყველანი, მაგრამ ზრდილობასა და პასუხისმგებლობას შორის გაძრომა არ ყოფილა იოლი საქმე, მე ამჯერად არ გამომივიდა. უსიამოვნებაში ჩავაგდე სტუმრებიც და საკუთარი თავიც.
რაც მოხდა, მოხდა; იმედი მაქვს, არავინ დავაზიანე და დავაზარალე, მე კი ჩეთვის ჩემი დასკვნები გავაკეთე, მაგრამ ალბათ სხვებისთვისაც ჭკუს საწავლი იქნება ეს ამბავი და ჩემსავით არ შეცდებით.
ჩემს მეგობრებს სიხარულით სავსე ცხოვრებას ვუსურვებ, რასაკვირველია, გაფრინდნენ უკვე.
მე კი თქვენი ნებართვით გავაგრძელებ მყნობას, დარგვას, თესვას, მივხედავ ბაღს", - წერს ზურაბ შევარდნაძე.