მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაც ვნახე „ფაბრიკაში“ და თბილისის სხვა პოპულარულ ადგილებში, დაუშვებელია" – გამყრელიძე

5edfbaa00a2e4
თამთა ჯიჯავაძე
09.06.20 21:00
4392
რაც ვნახე „ფეისბუქზე“ არამხოლოდ „ფაბრიკაში“, არამედ თბილისის პოპულარულ ადგილებში, სადაც ჩვენი თანამემამულეები იკრიბებიან ხოლმე, და ყველა ვიკრიბებოდით, როდესაც პანდემია არ იყო, რა თქმა უნდა, დაუშვებელი და მიუღებელია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის დამარცხებამდე ჯერ დიდი გზაა გასავლელი და შესაძლებელია რომ იყოს მეორე და მესამე ტალღებიც.

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს გავითავისეთ, რომ კორონავირუსი უკვე დავამარცხეთ საქართველოში. არა ბატონებო. დამარცხებამდე ჯერ შორი გზაა. ამ პანდემიას მხოლოდ საქართველო ვერ დაამარცხებს, ის მთელმა სამყარომ უნდა დაამარცხოს. ჩვენ ირგვლივ ხედავთ რა ხდება, ჩვენს ახლო მოსაზღვრე ქვეყნებში, შორეულ მოსაზღვრე ქვეყნებში, თითქმის ყოველდღიურად მთელ მსოფლიოში 100 000-ზე მეტი დაინფიცირებულია და ეს საკმაოდ სწრაფი ტემპით ვრცელდება. ამიტომ თვითდამშვიდება დაუშვებელია.

იქნება მეორე ტალღა, მესამე ტალღა და ასე შემდეგ, აუცილებლად იქნება გარკვეული პერიოდის შემდეგ.. კორონავირუსი ასე სწრაფად არ დაწყნარდება, მისი ქცევა ჯერჯერობით უცნობია და ალბათ ის, როგორც ყველა რესპირაციული ვირუსი, თავს იჩენს ისევ და ისევ შემოდგომაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების დადასტურებული 818 შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 686, ხოლო გარდაიცვალა 13 პაციენტი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები