მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რეგიონული მოთამაშეებისთვის საქართველო, ბიზნესის კეთების მხრივ, მიმზიდველია" - არჩილ გაჩეჩილაძე

62f747e4a8524
ვიქტორია მღებრიშვილი
14.08.22 19:00
1175

"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, არსებულ ვითარებაში საქართველოს რეგიონული მოთამაშეებისთვის, ბიზნესის კეთების კუთხით თავისი მიმზიდველობა აქვს.

ბანკის ხელმძღვანელმა BMG TV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეს გამყარებული ეროვნული ვალუტა ბიზნესის კეთებისას პრობლემებს კი არ შექმნის, არამედ პირიქით, ლარი უცხოური ბიზნესისთვის ქვეყნის მიმზიდველობის ამსახველია.

„ტრენდთან შედარებით დღეს ლარი 5-10%-ით მყარია, ვიდრე ამას ტრენდი გვთავაზობს, მაგრამ ეს ტრენდი ძალიან პირობითია და უნდა ასახავდეს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, რათა ექსპორტიორებს არ გაუძვირდეთ ოპერირება, როცა ლარი მყარდება.

რეგიონში ისეთი სიტუაციაა, რომ თურქეთს 80%-იანი ინფლაცია აქვს და ბიზნესის დაგეგმვაც კი რთულია. საუბარია რომ მუშახელი გაუიაფდათ, ეგ კი არა 80%-იან ინფლაციურ გარემოში ბიზნესის კეთება ძალიან რთულია და გაურთულდათ ბიზნესის კეთება. რუსეთსა და ბელარუსშიც გართულებულია არსებული სანქციების გამო.

ამ გამოწვევებში, ბიზნესის კეთების კუთხით, საქართველო რეგიონული მოთამაშეებისთვის შეიძლება მიმზიდველი იყოს. მაგალითისთვის ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას ცენტრალური ოფისი მოსკოვში ჰქონდა, რუსეთი მათთვის დაიხურა, მაგრამ სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი - ეს ბაზრების მათთვის არ დახურულა. სტამბოლის გარდა მათ თავისი წარმომადგენლობა სხვაგანაც უნდა გააკეთონ და საქართველო ამ კუთხით კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება. მგონია, რომ ლარი გარკვეული კუთხით ასახავს იმას, რომ საქართველოს თავისი მიმზიდველობა აქვს. არ მგონია, ლარის სიმყარემ რაღაც პრობლემები შექმნას“, - განმარტა არჩილ გაჩეჩილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები