მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რიტეილ გრუპ ჯორჯიას" საცალო გაყიდვები 50%-ით გაეზარდა

63184c7945c75
თათია ჩაფიჩაძე
08.09.22 21:00
959
„რითეილ გრუპ ჯორჯიას" საცალო გაყიდვები წელს, გასულ წელთან შედარებით, 50%-ით გაეზარდა. ამის შესახებ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ მაღალაშვილმა BMG-თან განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიაში 2019 წლიან ნიშნულამდე გაყიდვები გასულ წელს აღდგა, წლევანდელი მონაცემები კი 2021 წლის მაჩვენებლებს კიდევ 50%-ით აღემატება.

მაღალაშვილი ამბობს, ასე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი უცხოელი ტურისტების დანახარჯები და პროგნოზირებს, რომ კომპანია წელს 10 წლიანი მაქსიმუმით დახურავს.

„50%-ით ვაჭარბებთ შარშანდელ ანალოგიურ პერიოდს, ბოლო 3 თვე გაცილებით ძლიერია. შარშანდელი პერიოდი პანდემიამდელ პერიოდს უკვე თითქმის უტოლდებოდა. დინამიკაშიც ზრდა გვაქვს, მაგალითად, 6 თვეს თუ შევხედავთ ყოველ თვე გაუმჯობესებაა",- აღნიშნავს რეზო მაღალაშვილი.

რაც შეეხება მიზეზებს, მაღალაშვილი თანხობრივი ზრდას ტურისტების დანახარჯებს უკავშირებს.

ცნობისთვის: "თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსი ირინე კვახაძე BMG-თან საუბრისას აცხადებს, რომ აგვისტოში რეზიდენტებსა და არარეზიდენტების მთლიანი დანახარჯები გასული წლის აგვისტოს მონაცემებს 10%-ით აღემატება. სექტორების მიხედვით სურსათზე უნაღდო დანახარჯების წილი 50%-ით, სასტუმროებში 150%-ით, რესტორნებში 300%-ით, ხოლო ვაჭრობაში 100%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები