მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როგორ მოხდება დეოლიგარქიზაცია იქ სადაც პრემიერი ოლიგარქის ყოფილი თანაშემწეა"- ბიბილაშვილი

643ce95896648
მარიამ იზორია
17.04.23 17:50
650
„ძალიან რთულ ვითარებაშია დღეს ქართველი ხალხი და ძალიან რთულ ვითარებაშია ევროკავშირიც, რომელიც ცალსახად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას“ - ამის შესახებ ევროპული კვლევებისა და განათლების ცენტრის დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ EU-ს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.

ზაზა ბიბილაშვილის თქმით, ხელისუფლება შეგნებულად, აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა ქვეყანამ EU-ს კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

მისივე განმარტებით, ამის მტკიცებულება იყო, მათ შორის ე.წ აგენტების შესახებ რუსული კანონის შეგნებულად დღის წესრიგში ჩასმა.

„ძალიან რთულ ვითარებაშია დღეს ქართველი ხალხი და ძალიან რთულ ვითარებაშია ევროკავშირიც, რომელიც ცალსახად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. რთულ ვითარებაში ვართ იმიტომ, რომ არანაირი ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ხელისუფლება შეგნებულად ახდენს ამ პროცესის საბოტაჟს.

ხელისუფლება შეგნებულად, გაცნობიერებულად, თანმიმდევრულად, აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს. ყველაზე ნათლად და ყველაზე ბოლო გამოვლენა იყო რუსული კანონის შეგნებულად, მოწმენდილ ცაზე გატანის მცდელობა, რომელმაც პრაქტიკულად ყველა დამკვირვებელს ყველა ეჭვი გაუქარწყლა.

არსებობს ინფორმაცია, რომ მზადდება მორგი შემოტევა, მორიგი მზაკვრული გეგმა ახალი კანონპროექტებისა, რომელიც გამოკვეთილად ანტი-დასავლური ხასიათის იქნება, ის გააღრმავებს პოლარიზაციას, ეს შეგნებულად იგეგმება ხელისუფლების მიერ“ - აცხადებს ევროპული კვლევებისა და განათლების ცენტრის დამფუძნებელი.

ზაზა ბიბილაშვილი EU-ს 12-პუნქტიან რეკომენდაციაზეც საუბრობს, რომელიც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის უნდა შეასრულოს. მისი შეფასებით, „12 რეკომენდაციიდან 11-ნახევარი რეკომენდაციის შესრულება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“.

„12 წინაპირობა თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა ვითარებაა დღეს საქართველოში. ამ 12 პუნქტიდან 11-ნახევარი ეხება ხელისუფლებას, ეს ნახევარი არის დეპოლარიზაცია. ხელისუფლება, ცხადია, თვალთმაქცობს და მზაკვრულად ამბობს, რომ მე კანონს მივიღებ და დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია იქნება შესრულებული, მაგრამ ბავშვი არავინაა.

როგორ შეიძლება დეოლიგარქიზაცია შესრულდეს იქ, სადაც პრემიერ-მინისტრი არის ოლიგარქის „ვინც გინდათ ის დაუძახეთ“. ადამიანი რომელსაც არ აქვს იურიდიული ცოდნა, არც ფინანსური, უბრალოდ იყო ოლიგარქის თანაშემწე და ამ პერსონალური ერთგულების ნიშნით დაინიშნა უკვე მეორედ ხელისუფლების უმაღლეს აღმასრულებელ პირად“ - განმარტავს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები