მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საგარეო კურსი ეჭვქვეშ დადგა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ეს სერიოზული პრობლემაა - ციმაკურიძე

64a4410994195
ალა ისპირიანი
04.07.23 20:31
489
"დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" გამგეობის თავმჯდომარემ, ეკატერინე ციმაკურიძემ საქართველოს ხელისუფლების მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის გატარებული რეფორმები შეაფასა.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ თქვა, მცირე ცვლილებები გარკვეული მიმართულებებით განხორციელებულია მაგრამ, რეფორმა არ შეეხო მთავარს - იუსტიციის საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას არასაც ვენეციის კომისიის არაერთი დასკვნა მოითხოვდა.

„არსებითი ცვლილება რომელიც სასამართლო რეფორმის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს და სიღრმისეულად შეცვლიდა სურათს, გატარებული არ არის. ასევე გვყავს სანქცირებული მოსამართლეები, რომლებიც ჩაბმული იყვნენ გარკვეულ კორუფციულ საქმიანობაში, რაზეც რეაგირება დღემდე არ ყოფილა. სასამართლო სისტემაში ძირეული ცვლილებები განხორციელებული არ არის. მცირე ცვლილებები გარკვეული მიმართულებებით განხორციელებულია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან ეს რეფორმა არ შეეხო მთავარს - იუსტიციის საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას არასაც ვენეციის კომისიის არაერთი დასკვნა მოითხოვდა“, - განაცხადა ეკატერინე ციმაკურიძემ.

მანა ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის დღევანდელი გამოსვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მცდელობაა დამკვიდრდეს აზრი, რომ თითქოს კანდიდატის სტატუსის მიღებისას საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„დღეს კობახიძემ ისაუბრა და მცდელობაა აზრი დამკვიდრდეს, რომ თითქოს კანდიდატის სტატუსის მიღებისას საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თითქოს დიდი მნიშვნელობა არა აქვს შესრულებული გვექნება თუ არა, ან რაც შესრულებული ეს უკვე საკმარისია და ახლა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება თითქოს არაფერს ეფუძნება. პოლიტიკური გადაწყვეტილებები მითუმეტეს ასეთი დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან ჰაერიდან მოტანილი არ არის. ის ეფუძნება, როგორც 12 პუნქტის შესრულების მდგომარეობას, ასევე როგორია პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში.

საქართველოს საგარეო კურსი ეჭვქვეშ დადგა და ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის.

ჩანს, რუსეთთან მიმართებაში კრიტიკული განცხადებების არსებობა; უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციონირება, ევროპული ღირებულებების და ადამიანის უფლებების ეჭვქვეშ დაყენება; ასევე განცხადებები, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების პრინციპებს და ევროპულ ღირებულებებს“, - განაცხადა მან.


ცნობისთის: ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა. კობახიძის მტკიცებით, ხელისუფლებამ 12-ვე პრიორიტეტი შეასრულა და ახლა ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები