მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რთული სათქმელია, რა იქნება შედეგი" - პაპავა სამომხმარებლო სესხების ვადის შემცირებაზე

62eb83f622e1f
ალა ისპირიანი
04.08.22 00:58
5493
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით სამომხმარებლო სესხების ვადა სამ წლამდე შემცირდა, რაც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ISET-ის მთავარმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ ეროვნულ ბანკს მოუწონა და დასძინა, რომ აღნიშნული ინსტრუმენტის სხვა შემთხვევაში გამოყენებაც შესაძლებელია.

„მოვუწონებ იმ გადაწყვეტილებას, რომ წინასწარ განისაზღვრა რა ვადით იქნება ეს მიღებული, რადგან მნიშვნელოვანია პროგნოზირებადობა, როდის გავდივართ რეგულაციიდან. ეს ისეთი ინსტრუმენტია, რომელიც სხვა შემთხვევაშიც შესაძლებელია ხშირად გამოვიყენოთ ხოლმე. ვიცით, რომ კონკრეტული რეგულაცია იმიტომაა, რომ ლარში დაკრედიტებას საპროცენტო განაკვეთებით საკმარისად ვერ ვებრძვით და ამისთვის იქნება გამოყენებული და შემდეგ ის მოიხსნება. რაც შეეხება შედეგს, რთული სათქმელია რა იქნება“, - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები