რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი „ტვიტერზე“ ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც ის წერს, რუმინეთი გააგრძელებს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის აქტიურ მხარდაჭერას, რათა ისინი გახდნენ ევროკავშირის ოჯახის ნაწილი.
„რამდენიმეთვიანი ინტენსიური დიალოგისა და კოორდინაციის შემდეგ, მოხარული ვარ და მივესალმები ევროკომისიის დასკვნას უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ეს არის დამსახურებული წინგადადგმული ნაბიჯი უკრაინისა და მოლდოვას მოქალაქეებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის აქტიურ მხარდაჭერას, რათა ისინი გახდნენ ევროკავშირის ოჯახის ნაწილი“, - წერს რუმინეთის პრეზიდენტი.