მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსეთი ე.წ. ხერსონის სახალხო რესპუბლიკის შესაქმნელად ფსევდორეფერენდუმის გამართვას გეგმავს"

625af9ab7ea7f
BM.GE
16.04.22 21:11
921
უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა საკითხებში რწმუნებულ ლუდმილა დენისოვას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, მაისის დასაწყისში რუსეთი ე.წ. ხერსონის სახალხო რესპუბლიკის შესაქმნელად ოკუპირებული ხერსონის რეგიონში ფსევდორეფერენდუმის გამართვას გეგმავს.

„მოწმეების თქმით, ქალაქ ნოვაია კახოვკას სტამბა „რეფერენდუმის“ ბიულეტენებს ბეჭდავს. ფსევდორეფერენდუმის გამართვა 1-დან 10 მაისამდე იგეგმება. ამ დროის განმავლობაში ისინი ხერსონის სრულად დაკეტვასა და ყველა კომუნიკაციის გამორთვას აპირებენ.

დამპყრობლებს „რეფერენდუმის“ ჩატარება გაუჭირდებათ, რადგან ხერსონის რეგიონის გმირი მოსახლეობა ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტს კვლავ აგრძელებს ლოზუნგებით „ხერსონი უკრაინაა!“ - დაწერა ლუდმილა დენისოვამ "ფეისბუქში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები