მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთის დასუსტებით საქართველოს დიდი ეკონომიკური ხეირი ექნება"- გიგა ბედინეიშვილი

64a5a800d673b
ალა ისპირიანი
05.07.23 22:31
1135
"რუსეთის დასუსტებით საქართველოს დიდი ეკონომიკური ხეირი ექნება" - ამის შესახებ ფინანსისტმა, გიგა ბედინეიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში, მათ შორის, პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყნისადმი ინვესტორების ინტერესს გაზრდის.

„ჩვენს პარტნიორებს, მითუმეტეს, არ უნდათ სანქციების გვერდის ავლაში გამოგვიჭირონ. შეიძლება გულის სიღრმეში იციან, რომ აკრძალული საქონლის რაღაც რაოდენობა საქართველოს გავლით რუსეთში მიდის, მაგრამ ამის მიუხედავად არ ჩაითვალა, რომ დიდ რაოდენობებზეა ლაპარაკი და გზა ვართ რუსეთისთვის.

შეიძლება დიდი რაოდენობით არ იყოს სავაჭრო ბრუნვა საქართველოს გავლით, რომელიც შეიძლება რუსეთში შედის და საომარი დანიშნულებით მოიხმარება, მაგრამ პარტნიორებს ეუბნები, რომ პარტნიორები კი ვართ, მაგრამ მე ჩემ თამაშს ვთამაშობ - ამას ჰქვია ცელის გამოსმა საერთო ძალისხმევისთვის და ეს არც გეოპოლიტიკურად და არც მორალურად სწორი არ არის.

ასევე, სუფთა ეკონომიკური კუთხით რომ შევხედოთ დასუსტებული რუსეთი დიდი ეკონომიკური ხეირი იქნება ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რადგან საფრთხე არ გვექნება რუსეთთან და რუსეთს არ ექნება სურვილი დრო და შესაძლებლობა, რომ დაგვჩაგროს როგორც გვჩაგრავს და ის ქნას რასაც უკრაინაში აკეთებს. თუ ამის შესაძლებლობა არ იქნება იმდენად გაიზრდება საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა და იმდენად დიდ ეკონომიკურ ხეირს ვნახავთ, რომ ეს იმად ღირს, რომ არ გავეკიდოთ მოკლევადიან ეკონომიკურ ხეირს“, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები