მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსეთის ეკონომიკა რომ ჩამოინგრევა, საფლავში არ უნდა ჩავყვეთ" - რა უნდა ქნას საქართველომ?

622216d55665f
შოთა ტყეშელაშვილი
04.03.22 20:40
2061
ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილის შეფასებით, საქართველოს მხრიდან იმაზე აპელირება, რომ მათი პოლიტიკა არის “პრაგმატული”, სინამდვილეში ლაჩრობაა, რადგანაც იმის მიუხედავად, ეს სურს თუ არა საქართველოს მთავრობას, რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისი საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდენს გავლენას და არგუმენტი იმაზე, რომ სანქცია საქართველოს ეკონომიკასაც დააზარალებს, არასწორია და სინამდვილეში შეფუთულ კოლაბორაციონიზმს წარმოადგენს.

ამის შესახებ ბერიკაშვილმა გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ისაუბრა.

"18%-იანი ზრდა იყო ომამდე, ასეთი ზრდა აღარ იქნება. საქართველოს პრემიერი რომ იტყვის, რომ სანქციებს არ უერთდება, ეს ომი ეკონომიკაზე მაინც იმოქმედებს. ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ. რუსეთის ეკონომიკა დაინგრევა, დღეს თუ ხვალ - არა, უახლოეს მომავალში და ჩვენ ვართ "გატენილი" რუსეთის ეკონომიკაში ამ ხელისუფლების აქტიური მეცადინეობით, მათ შორის. ამიტომაა საჭირო, რომ ვიყოთ ცივილიზებული მსოფლიოს მხარეს, რადგან სხვა არავინ იქნება ჩვენი მშველელი; რომ ჩამოინგრევა რუსეთის ეკონომიკა იმას არ უნდა ჩავყვეთ საფლავში. ეს არის პრაგმატიზმი და არა ის, რასაც მთავრობა გვახვევს თავს რაგმატიზმის სახელით და რაც სინამდვილეში ლაჩრობაა, უკეთეს შემთხვევაში და სინამდვილეში ესაა კოლაბორაციონიზმი მტერთან ომის დროს.

ეკონომიკურად დაზარლდება ყველა, მაგრამ ეს არის მსხვერპლი, რომელიც ყველამ უნდა გავიღოთ,” - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები